მიმდინარე ჩემპიონატის მეორე წრის პირველი ტურის მეორე შეხვედრას ქუთაისმა უმასპინძლა, სადაც ერთმანეთს ,,ქუთაისი 2010“ და ,,მგზავრები არმია“ დაუპირისპირდნენ. ამ შეხვედრაში ფავორიტად მასპინძლები ითვლებოდნენ , რომლებმაც პირველ წრეში 14 შესაძლებლობიდან 12 ქულა დააგოვეს და მეორე ადგილი დაიკავეს. რაც შეეხება ,,მგზავრები არმიას“ , მას დღევანდელ შეხვედრამდე 10 ქულა ჰქონდა და ,,რუსთავსა“ და ,,დინამოსთან“ ერთად მეხუთე-მეშვიდე ადგილებს ინაწილებდა.
შემადგენლობიდან გამომდინარე ფავორიტად ამ გუნდების პირველი წრის შეხვედრაშიც ქუთათურები ითვლებოდნენ, მაგრამ ,,მგზავრები არმიამ“ უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა მეტოქე. ამიტომ მასპინძლებს რევანშისათვის უნდა ეზრუნათ. პროგნოზის საპირისპიროდ დღევანდელი შეხვედრის პირველმა ტაიმმა სტუმართა უპირატესობით ჩაიარა და დიდ შესვენებაზე ,,მგზავრები არმია“ რვაქულიანი უპირატესობით 42 :34 გავიდა.
მეორე ტაიმში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. ამჯერად მასპინძლებმა იგდეს ხელთ უპირატესობა და შედეგიც მიიღეს. ,,ქუთაისი 2010“-მა მეორე ტაიმი 47:24, შეხვედრა კი 81:66 მოიგო პირველ წრეში დამარცხებისათვის სრულფასოვანი რევანში აიღო. ამ გამარჯვებით ქუთათურები ,,ბათუმს“ წამოეწივნენ და მასთან ერთად ჩემპიონატს ლიდერობენ.
ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 18 ქულა მასპინძელთა უკანახაზელმა გიორგი ცეკვავამ დააგროვა, მისმა თანაგუნდელმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა რიჩარდ მათიაშვილმა კი 16 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. სტუმრებს შორის ყველაზე შედეგიანები კახა ჯინჭარაძე , გიორგი ცირეკიძე და კაჰიმ რაშად რენსომი იყვნენ , რომლებმაც 11-11 ქულა დააგოვეს.
ტურის დანარჩენი ორი შეხვედრა 5 დეკემბერს ჩატარდება. მათ თბილისის ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს.
,,ქუთაისი“ - ,,მგზავრები არმია“ 81:66 (17:20, 17:22, 22:9, 25:15 )