ფეხბურთი

22:19 | 4.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლორიამ მშრალი სერია შეწყვიტა

რუსეთის პრემიერლიგის მე-18 ტურში ყაზანის “რუბინმა” ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა და გათამაშების ერთ-ერთ ლიდერ და აღმოჩენა “როსტოვთან” სტუმრად წააგო – 0:1. ყაზანელთა რიგებში ტრადიციულად თავიდან ბოლომდე ითამაშა სოლომონ კვირკველიამ. “რუბინს” კი 20 ქულა აქვს და მეცხრე ადგილზეა.

ზედიზედ ორი მშრალად ჩატარებული მატჩის მერე გოლი გაუშვა გიორგი ლორიამ. ქართველი კიპერის “კრილია სოვეტოვი” მოსკოვში, “სპარტაკთან” 0:1 დამარცხდა. გიორგის კარში ერთადერთი გოლი კი პირველივე წუთზე "სახალხო გუნდის” ჰოლანდიელმა ლიდერმა ქვინსი პრომესმა გაიტანა. სხვა მხრივ, ლორიას აღნიშნულ შეხვედრაში 4 სეივი დაუგროვდა. “სპარტაკის” შემადგენლობაში კვლავ არ უთამაშია ჯანო ანანიძეს, რომელიც ტრავმას მკურნალობს. მოსკოველებს 18 ტურის შემდეგ 30 ქულა აქვთ და მე-4 პოზიციას იკავებენ, “კრილია” კი 19 ქულით მეთორმეტეა.

რუსეთის პრემიერლიგაში ზამთრის შესვენება გამოცხადდა და ჩემპიონატი დამდეგი წლის 1-ელ მარტს განახლდება.

0.146278