ფიფას ეთიკის კომიტეტმა, ორგანიზაციის ის ორი ვიცე-პრეზიდენტი, რომლებიც კორუფციული გარიგების საქმესთან დაკავშირებით დააპატიმრეს, 90 დღით ყოველგვარ საფეხბურთო საქმიანობას ჩამოაშორა.
ხუთშაბათს შვეიცარიის პოლიციამ რეიდის დროს, ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის, ასევე კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების ფეხბურთის კონფედერაციის თავკაცი ალფრედო ხავიტა და სამხრეთამერიკის ფეხბურთის კონფედერაციის ხელმძღვანელი ხუან ანხელ ნაპოუტა დააკავა. ორივე მათგანს ბრალი მრავალმილიონიან კორუფციულ გარიგებებში ედებათ.
ფიფას ეთიკის კომიტეტის გადაწყვეტილება უფრო ფორმალური ხასიათისაა, რადგან დაკავებულები საფეხბურთო საქმიანობისთვის ნამდვილად ვერ მოიცლიან და რომც მოენდომონ, ვერაფერს გახდებიან.