“სან-პაულუს” თავდამსხმელის, ალეშანდრე პატოს წარმომადგენელი ირწმუნება, რომ მისი კლიენტით იტალიის სერია A-ს კლუბები სერიოზულად არიან დაინტერესებულნი.
“ალეშანდრე ჩვეულ დონეზე დაბრუნდა და ახლა სურს დაამტკიცოს, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. მან სრულად გადალახა კუნთებთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც რამდენიმე წელი აწუხებდა. იტალიაში მინიმუმ ორი-სამი ისეთი კლუბია, რომლებიც პატოს შეძენით არიან დაინტერესებული. მეტს კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ჩემი კლიენტი ძალიან მოთხოვნადი იქნება” - განაცხადა 26 წლის ფეხბურთელის აგენტმა.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 45 მატჩში პატომ 15 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.