ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ, რომელიც ეგვიპტის ქალაქ ქაიროში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე პირველ ნომრადაა განთესილი, ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
საქართველოს პირველმა ჩოგანმა მე-6 რეიტინგის მქონე მასპინძელ სანდრა სამირს იოლად – 6:1, 6:2 აჯობა და ფინალის საგზურისთვის უნგრელ ჩოგბურთელ ნაომი ტოტკას (მე-3 განთესვა) გაეჯიბრება.
მოგვიანებით შაფათავა წყვილთა შეჯიბრის ნახევარფინალისთვის იბრძოლებს. სოფო და სლოვაკი მიკაელა ჰონჩოვა პირველ ნომრად არიან განთესილნი და ძალებს უკრაინულ-ეგვიპტურ დუეტთან (შახრაიჩუკი-შავკატი) მოსინჯავენ.