ფეხბურთი

15:08 | 4.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

SBM LEAGUE 2015/16:  6 დეკემბერს სუპერლიგის IV ტური და ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება

6 დეკემბერს, ახალი სპორტის სასახლე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრებს უმასპინძლებს. ზამთრის პირველი სათამაშო დღე სუპერლიგის გუნდებს დაეთმობათ.

სუპერლიგა B-ს IV ტურიდანაშაულის პრევენციის ცენტრისა და უნიკრედიტის შეხვედრით დაიწყება. აღსანიშნავია, რომ უნიკრედიტს სამი ტურის შედეგ ქულაც არ აქვს მოპოვებული და შესაბამისად ეს დაპირისპირება ამ მხრივაც მნიშვნელოვანია.

პირველი გამარჯვებისთვის იბრძოლებენ ე.წ რეგიონალურ დერბიში, აჭარის სომეხთა კავშირის გუნდი „ახპიური“ და კასპის „გენერალი“. ეს გუნდები სატურნირო ცხრილის ბოლოსკენ, მეზობლად არიან მოკალათებული და მათ შორის სხვაობა მხოლოდ ერთი ქულაა, ახპიურის სასარგებლოდ.

საკმაოდ მძიმე ბრძოლის გამართვა მოუწევს ლიგის ერთპიროვნულ ლიდერს, საქართველოს უნივერსიტეტის გუნდს, რომლის მეტოქეც ასევე დაუმარცხებელი ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურის გუნდი იქნება.

ლიდერთა პაექრობიდან აუცილებლად გამოსარჩევია კიდევ ორი დაუმარცხებელი გუნდის, ზესტაფონის „ფეროსა“ და ვივუსის დაპირისპირება.

ტური, პალერმოსა და ევროკრედიტის შეხვედრით დასრულდება.

06.12.2015. სუპერლიგა B. IV ტური

11:00 CFCP – UNICREDIT.GE

13:00 ახპიური - მფკ გენერალი (კასპი)

14:00 UG – GM ჭიათურა

15:00 VIVUS.GE – სკ ფერო (ზეს)

18:00 პალერმო - ევროკრედიტი

IV ტურის შეხვედრებს გამართავენ სუპერლიგა A-ს გუნდებიც, სადაც ტრადიციულად დაძაბული და საინტერესო დაპირისპირებების სიმრავლეა მოსალოდნელი.

პირველი ერთმანეთს ბათუმის „დინამო“ და მცხეთის „გრანდ გრუპ ჯორჯია“ დაუპირისპირდებიან. ორივე მათგანს გამარჯვებების გრაფაში ნული უწერია, ბათუმლებს კი საერთოდ ჯერ ქულაც არ აქვთ მოპოვებული.

16:00 სთ-ზე დაიწყება ტურის და მთლიანად სათამაშო დღის ცენტრალური შეხვედრა, სადაც ერთმანეთს ტრადიცული მეტოქეები, სატურნირო ცხრილის ლიდერიმფკ ნატახტარი და მოქმედი ჩემპიონი სკ პსპ დაუპირისპირდებიან. ბოლოს ეს გუნდები 2014/15 წ.წ სეზონში 1/2 ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს - ორ რაუნდიანი დაპირისპირება „ფარმაცევტების“ გამარჯვებით დასრულდა. სულ კი ამ გუნდების დაპირისპირებების ისტორია 13 მატჩს ითვლის, საიდანაც 7 ნატახტარმა მოიგო, 5 პსპ-მ და მხოლოდ ერთი დასრულდა ფრედ. ბურთების სხვაობა 39-35 ნატახტარის სასარგებლოდ.

არანაკლებ საინტერესო იქნება მომდევნო დაპირისპირება სკ ჯვაროსნები-ევექსსა და შსს-ს შორის. „ძალოვნებს“ სამი მატჩიდან მხოლოდ ერთი აქვთ მოგებული და ორი შეხვედრა დაასრულეს ფრედ, ხოლო ჯვაროსნების აქტივში ორი მოგება და ერთი მარცხია.

საყაიმო სერიის შეწყვეტას შეეცდება მფკ ტატიშვილი, რომელსაც მეტოქედ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდი ეყოლება. „მედიკოსებმა“ სამიდან სამი შეხვედრა ფრედ დაასრულეს და იმ ოთხ აუტსაიდერთა სიაში იმყოფებიან, რომლებსაც ჯერ მოგება არ აქვთ, სდსს კი სამიდან ორი მოგებით და 6 ქულით, ლიდერთა სამეულში შედის.

სათამაშო დღეს არანაკლებ საინტერესო შეხვედრა დაასრულებს. 20:00 სთ-ზე ვეტერანები, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საფეხბურთო გუნდს დაუპირისპირდებიან. კალაძე და კომპანია პირველი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

06.12.2015. სუპერლიგა A. IVტური

12:00 დინამო (ბთ) - გრანდ გრუპი (მცხ)

16:00 მფკ ნატახტარი - სკ პსპ

17:00 სკ ჯვაროსნები-ევექსი - შსს

19:00 მფკ ტატიშვილი - სდსს

20:00 ვეტერანები – FC TTC

6 დეკემბრის სათამაშო დღე, სხვა მხრივაც იქნება საინტერესო. ჩემპიონატის ორგანიზატორი სპორტული სააგენტო SBM, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად იწყებს სოციალურ პროექტს - გაიცანი ჩვენი ქვეყნის გმირი, რომლის მიზანია საზოგადოებამ ახლოს გაიცნოსსაქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში გამოჩენილი და გამორჩეული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები.

პროექტის პირველი სტუმარია, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე, შინდისის ბრძოლაში დაჭრილი, 27 წლის კაპრალი ტრისტან ჩიტიძე, რომელიც 16:00 სთ-ზე გასამართ პსპ-სა და ნატახტარის შეხვედრას დაესწრება.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, “წყალი მარგებელი“, Apple City, ვერცხლის ნაკეთობები „შემოინახე მემკვიდრეობა“, „ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი“ და მუსიკალური მაღაზია „GURU music”

მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „JAKO FM“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, 90wuti.ge და გაზეთი „ლელო”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

0.223604