ოქტომბრის და ნოემბრის თვის საუკეთესო ახალწვეულებად დასავლეთ კონფერენციაში “მინესოტას” ცენტრი კარლ-ენტონი თაუნსი და აღმოსავლეთში “ნიუ იორკის” ლატვიელი კრისტაპს პორზინგისი დაასახელეს, აღნიშნულ ინფორმაციას ლიგის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
დრაფტის მეოთხე ნომერი 20 წლის პორზინგისი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 13.7 ქულას, 9.3 მოხსნას და 1.9 ბლოკ-შოტს აკეთებს. დრაფტის პირველი ნომერი კარლ- ენტონი თაუნსი გუნდს ერთ შეხვედრაში საშუალოდ 14.4 ქულას, 9.4 მოხსნას და 2.18 ბლოკ-შოტს სძენს.