ჩოგბურთი

1:20 | 4.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე და ქვაცაბაია წინ მიიწევენ

ქართველი ჩოგბურთელები სოფო ქვაცაბაია და ეკატერინე გორგოძე ანტალიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 10 ათასი დოლარი) მეოთხედფინალში ითამაშებენ.

მე-3 რეიტინგის მქონე ქვაცაბაიამ კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული კლაუდია ჩიანკი (პორტუგალია) 6:2, 6:4 დაამარცხა და სომეხ ანი ამირაღიანთან ჭიდილი ელის.

რაც შეეხება მე-4 ნომრად განთესილ გორგოძეს, მან დანიელი ჯული ნოე 6:1, 6:0 გაანადგურა და ახლა, მე-6 რეიტინგით მოთამაშე რუმინელ ელენა გაბრიელა რუსეს დაუპირისპირდება.

წყვილთა ტურნირში ქვაცაბაიამ და უკრაინელმა ფომინამ (1-ლი განთესვა) ბულგარელ არშინკოვას და ხსენებულ რუსეს 7:5, 3:6, 11:9 სძლიეს და ნახევარფინალში გააღწიეს, სადაც გორგოძეს და ზუბკოვას გაეჯიბრებიან.

მე-3 ნომრად განთესილმა ქართულ-ბელარუსულმა წყვილმა მე-2 რაუნდში ამერიკულ-კანადურ დუეტს (ოკუდა/პეტერსონ-პაული) 6:0, 6:3 სძლია.

0.118022