ფეხბურთი

0:45 | 4.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

არაბიძეს ამჯერად სკამი აკმარეს

დონეცკის “შახტარის” მთავარ გუნდის 18 კაციან განაცხადში უკვე მესამედ მოხვდა ქართველი ნახევარმცველი გიორგი არაბიძე, თუმცა მირჩა ლუჩესკუმ 17 წლის ვუნდერკინდს ამჯერად მოედანზე გასვლის საშუალება არ მისცა. არაბიძემ “კარპატისთან” მატჩის 90 წუთი სათადარიგო სკამზე გაატარა. ოდესაში გამართული შეხვედრა კი “დონბასელებმა” 3:0 მოიგეს. აღსანიშნავია, რომ სამივე გოლი მასპინძლებმა მეორე ნახევარში გაიტანეს და მათ შორის, ბოლო ორი, თამაშის უკანასკნელ 5 წუთში.

შეგახსენებთ, არაბიძეს “მეშახტეთა” პირველ გუნდში დებიუტი 27 ოქტომბერს, უკრაინის თასზე “ტერნოპილთან” ჰქონდა, როცა მოედანზე 90 წუთი დაჰყო, ხოლო სამი დღის მერე, “ზორიასთან” მისი საპრემიერლიგო დებიუტიც შედგა – 15 წუთით.

ამას გარდა, წინა კვირაში, არაბიძემ პირველად ითამაშა “შახტარის” 21-წლამდე გუნდშიც. უკრაინის ჩემპიონატში ზამთრის შესვენება გამოცხადდა და დონეცკური კლუბი მორიგ თამაშს პრემიერლიგის ეგიდით დამდეგი წლის 5 მარტს, “ვორსკლასთან” ჩაატარებს. მანამდე კი, მომავალ კვირაში ჩემპიონთა ლიგაზე ფრანგულ “პარი სენ ჟერმენს” ეწვევა. თავის მხრივ არაბიძეს, უეფას ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე ძალების მოსინჯვა ისევ მოუწევს.

“კარპატის” რიგებში არ უთამაშია ბუბა დაუშვილს, რომელიც ტრავმირებულია, ხოლო უკრაინის მოქალაქე ამბროსი ჩაჩუამ შეუცვლელად ითამაშა.

0.113146