ფეხბურთი

23:51 | 3.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

აღმასრულებელმა კომიტეტმა ფიფას პრეზიდენტობის ახალი ვადა დააწესა

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა ოფიციალურად დაამტკიცა, რომ მომავალ პრეზიდენტებს შანსი აქვთ ფიფას მაქსიმუმ 12 წელიწადის განმავლობაში უხელმძღვანელონ.

საფეხბურთო ჩინოვნიკებს შეეძლებათ ფიფას პრეზიდენტი სამჯერ ოთხი წლის ვადით გახდნენ.

ფიფას ყველაზე დიდხანს, ფრანგი ჟიულ რიმე (1921-54) ხელმძღვანელობდა. 24 წლის განმავლობაში, ორგანიზაციას ჟოაო აველანჟი მეთაურობდა. ზეპ ბლატერი მსოფლიო ფეხბურთის ორგანიზაციას სათავეში 1998 წლიდან 2015 წლის ოქტომბრამდე ედგა. შვეიცარიელის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს და უკვე გადაწყვეტილია, რომ 2016 წლის ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში ბლატერი მონაწილეობას ვერ მიიღებს.

0.114766