ჩოგბურთი

22:59 | 3.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

სოდერლინგი 2016 წელს კორტზე დაბრუნებას აპირებს

მსოფლიოს ყოფილი მეოთხე ნომერი შვედი რობინ სოდერლინგი 2016 წელს კორტზე დაბრუნებას გეგმავს.

“მირჩევნია კარგზე ვიფიქრო. მე და ჩემმა გუნდმა დავიწყეთ მომზადება შემდეგი სეზონისთვის. ჩვენ რამდენიმე მიზანი გვაქვს, მაგრამ ჯერ ამაზე საუბარი არ მინდა. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ყველაფერი კარგად მიდის და მაქვს მიზეზი რომ ოპტიმისტურად ვიფიქრო” – განაცხადა სოდერლინგმა.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის სოდერლინგმა ბოლოს 2011 წელს ითამაშა. რის შემდეგაც ჩოგბურთელი მონონუკლეოზის მძიმე დაავადებას ებრძვის.

სოდერლინგს კარიერაში ერთეულთა თანრიგში ATP-ის 10 ტიტული აქვს მოპოვებული. ის “საფრანგეთის ღია პირველობის” ფინალში ორჯერ გავიდა.

0.118194