“გოლდენ სტეიტ უორიორსმა” სასტარტო 20 შეხვედრიდან ოცივე მოიგო, რაც ლიგის საუკეთესო შედეგია. “ოქროს შტატელებმა” გასვლაზე “შარლოტ ჰორნეტსს” 116:99 აჯობეს. მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც კალიფორნიელებმა 33:21 მოიგეს, ამ პერიოდში სტეფ კარიმ გუნდს 28 ქულა მოუტანა, სულ კი მეტოქეს 40 ქულა ჩაუგდო (VIDEO).
ESPN-ის ცნობით, “გოლდენ სტეიტი” ბოლო 25 წლის განმავლობაში ნბა-ში გახდა პირველი გუნდი, რომელმაც სასტარტო 20 შეხვედრაში 100 ქულა და მეტი ჩააგდო. ბოლოს ასეთი შედეგი 1990/91 სეზონში “დენვერ ნაგეტსმა” აჩვენა.
ოკლენდელები მომდევნო შეხვედრას კანადაში “ტორონტოს” წინააღმდეგ გამართავენ, მატჩი 6 დეკემბერს თბილისის დროით 02:00 საათზე დაიწყება.