გამოქვეყნდა ფიფას ახალი რეიტინგი და საქართველოს ეროვნული ნაკრები 11 პოზიციით დაქვეითდა: 111-ე იყო და ახლა 122-ე ადგილზეა. იმოქმედა ესტონეთთან 0:3 წაგებამ... უშუალოდ უეფას წევრ ქვეყნებში კი ქართველები 43-ე პოზიციაზე არიან და მხოლოდ 10 ქვეყანას უსწრებენ: სომხეთს, ლიტვას, ყაზახეთს, მაკედონიას, ლუქსემბურგს, მოლდოვას, მალტას, ლიხტენშტაინს, სან მარინოსა და ანდორას.
ცნობისთვის, შარშან ზუსტად ამ დროს საქართველო მსოფლიოში 125-ე პოზიციაზე იყო.
ცხრილში გთავაზობთ წამყვან ათეულს და ასევე, იმ ქვეყნების ადგილს, რომლებიც 2018 წლის მუნდიალის შესარჩევში ქართველთა მეტოქეები იქნებიან.
ათეულში ცვლილებები არის, თუმცა ლიდერია უცვლელი: ბელგიის ნაკრები.
1 (1) ბელგია – 1494
2 (3) არგენტინა – 1455
3 (6) ესპანეთი – 1370
4 (2) გერმანია – 1388
5 (5) ჩილე – 1273
6 (8) ბრაზილია – 1251
7 (4) პორტუგალია – 1219
8 (7) კოლუმბია – 1211
9 (9) ინგლისი – 1179
10 (10) ავსტრია – 1130
.....
17 (15) უელსი - 974
31 (42) ირლანდია – 810
56 (49) სერბეთი – 590
122 (111) საქართველო – 286
155 (154) მოლდოვა – 172