ჩოგბურთი

21:39 | 2.12.2015 | ნანახია NaN - ჯერ

ორი ქართველი მერვედფინალში

თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის მერვედფინალში 2 ქართველი ჩოგბურთელი ითამაშებს. ეკატერინე გორგოძის შემდეგ, საწყისი რაუნდის დაძლევა სოფო ქვაცაბაიამაც მოახერხა.

მე-3 ნომრად განთესილმა ქვაცაბაიამ “უაილდ ქარდის” მქონე ავსტრალიელი ენი დონალდსონი 6:2, 6:4 დაამარცხა და შემდეგ წრეში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – პორტუგალიელ კლაუდია კიანჩის ეთამაშება.

შეგახსენებთ, რომ მერვედფინალში დანიელ ჯული ნოესთან ჭიდილი მოუწევს გორგოძეს, რომელსაც მე-4 რეიტინგი გააჩნია.

წყვილებში გორგოძემ და ბელარუსმა ალინა ზუბკოვამ (მე-3 განთესვა) ფრანგ რენსონ-მიგუელსა და უზბეკ სტახანოვას 6:1, 6:3 მოუგეს და მეოთხედფინალში ამერიკელ ოკუდას და კანადელ პეტერსონ-პაულს გაეჯიბრებიან.

ამავე ეტაპზე ბულგარელ არშინკოვას და რუმინელ რუსეს დაუპირისპირდებიან პირველი განთესვის მქონე ქვაცაბაია და უკრაინელი ფომინა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.067851