ფეხბურთი

19:04 | 2.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

"დინამომ" ქუთაისში მოიგო და ნახევარფინალისკენ გაიხედა

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალების პირველი მატჩები ცენტრალური თამაშით დასრულდა – ქუთაისში, “ტორპედომ” თბილისის “დინამოს” უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით, 0:1 დამარცხდა, რითაც მომდევნო ეტაპზე გასვლის საკითხი ერთობ გაირთულა.

იმერეთის დედაქალაქში გამართული შეხვედრის ბედი 78-ე წუთზე გიორგი ქვილითაიას გატანილმა ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. ამ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი ორი კვირის შემდეგ, 16 დეკემბერს, “დინამო არენაზე” გაიმართება.

ამავე დღესაა ჩანიშნული დარჩენი სამი მეოთხედფინალის განმეორებითი შეხვედრებიც.

“ტორპედო” – “დინამო” (თბილისი) 0:1 (0:0)

ქუთაისი, “რამაზ შენგელია”

გოლი: 0:1 ქვილითაია (78)

0.115366