ფეხბურთი

17:42 | 2.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

როსი “ფიორენტინას” ზამთარში დატოვებს

ფლორენციის “ფიორენტინა” შესაძლოა, ზამთრის სატრანფერო პერიოდში თავდამსხმელმა ჯუზეპე როსიმ დატოვოს. როგორც იტალიური გამოცემა la repubblica წერს, 28 წლის ფორვარდს იტალიის ნაკრებში მოხვედრა და ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე თამაში სურს. თუმცა, ვინაიდან ფლორენციაში სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას განიცდის, ამის შანსი ამ ეტაპზე თითქმის არ აქვს. იანვარში როსის იჯარით გასხვისებაზე იქნება საუბარი. ჯერჯერობით უცნობია ჯუზეპეს მსურველ კლუბთა ვინაობაც.

ჯუზეპე როსიმ დიდ ფეხბურთში პირველი ნაბიჯები ალექს ფერგიუსონის “მანჩესტერში” გადადგა, შემდგომ წარმატებული პერიოდი “ვილიარეალში” ჰქონდა, ხოლო იქიდან “ფიორენტინას” მიაშურა. ამერიკული ფესვების მქონე ფეხბურთელს დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ქრონიკული ტრავმების გამო თავისი შესაძლებლობები სრულად ვერ აჩვენა. მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატში სულ 8 შეხვედრა ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.

იუვენტუსი   5 - 0    სამპდორია

შემადგენლობა

მოვლენები

სასუოლო   3 - 1    ინტერი

შემადგენლობა

მოვლენები

ნაპოლი   4 - 0    ფროზინონე

შემადგენლობა

მოვლენები

მილანი   1 - 3    რომა

შემადგენლობა

მოვლენები

ჯენოა   1 - 2    ატალანტა

შემადგენლობა

მოვლენები

ემპოლი   2 - 1    ტორინო

შემადგენლობა

მოვლენები

კიევო   0 - 0    ბოლონია

შემადგენლობა

მოვლენები

პალერმო   3 - 2    ვერონა

შემადგენლობა

მოვლენები

უდინეზე   1 - 2    კარპი

შემადგენლობა

მოვლენები

ლაციო   2 - 4    ფიორენტინა

შემადგენლობა

მოვლენები

სტატისტიკა
0.224017