ფეხბურთი

15:41 | 2.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

დელ ბოსკე ადურისზე დაფიქრდა

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ განაცხადა, რომ მარტში შესაძლოა “ბილბაოს” თავდამსხმელი არიც ადურისი გამოიძახოს.

გამოცდილი სპეციალისტის თქმით, ადურისის თამაშს ყურადღებით ადევნებს თვალს და მისი ასპარეზობით კმაყოფილია, თუმცა სანაკრებო მატჩები მარტამდე არ გაიმართება და დეკემბერში ნაკრებში ვერავის უხმობს.

“ადურისი შესანიშნავ ფორმაშია, თუმცა ჯერ მას ვერ გამოვიძახებთ, რადგან ნაკრები მარტამდე არ შეიკრიბება, ხოლო იქამდე შესაძლოა ბევრი რამ შეიცვალოს. ფეხბურთელს დეკემბერში ვერ გამოვიძახებთ.

არიცი მშვენივრად გამოიყურება, ბევრი გოლი გააქვს და ესპანელთა შორის საუკეთესო ბომბარდირია. თუ ევროპის ჩემპიონატის წინ ასეთივე ფორმაში იყო, ის ნამდვილად იქნება ჩვენს მხედველობაში.

არსებობენ სხვა თავდამსხმელებიც, რომლებიც ძალიან კარგად გამოიყურებიან. იმანოელ აგირეჩე და ლუკას პერესი კარგად თამაშობენ და ბევრი გოლი გააქვთ. ასე რომ, ჩვენ რთული არჩევანი წინაშე ვართ”, - განაცხადა დელ ბოსკემ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ლა ლიგაში ადურისს 10 გოლი აქვს გატანილი, ხოლო პერესსა და აგირეჩეს 9-9.

34 წლის ადურისს “ფურია როხას” მაისურით ერთხელ აქვს ნათამაშები. ეს 2010 წელს მოხდა და ბასკი ფორვარდი მაშინ “ვალენსიას” ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112872