ფეხბურთი

14:54 | 2.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

რობენი “ბაიერნში” ბედნიერია

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის “ბაიერნის” შემტევი არიენ რობენი გერმანულ გრანდში ყოფნით ბედნიერია და წასვლას არსად აპირებს.

ბრიტანული მედია გასული სეზონიდან მოყოლებული აქტიურად საუბრობს ჰოლანდიელის “მანჩესტერ იუნაიტედში” შესაძლო გადასვლის შესახებ.

“არასდროს მიფიქრია ტრანსფერის შესახებ. მე და ჩემი ოჯახი მიუნხენში ყოფნით ბედნიერები ვართ. კლუბთან კონტრაქტის ვადა 2017 წელს მეწურება. ამ დროისთვის ყველაფერი კარგადაა და ვიმედოვნებ მომავალშიც ასე გაგრძელდება.” – ციტირებს sky sports-ი რობენის სიტყვებს.

მიმდინარე სეზონში რობენმა ტრავმის გამო 10 მატჩი გამოტოვა, 12 ჩატარებულ შეხვედრაში კი 5 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის შესრულება მოასწრო.

1.54846