კალათბურთი

13:40 | 2.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

საუკეთესო მწვრთნელებად ბლატი და უოლტონი აღიარეს

“კლივლენდ კავალიერსის” და “გოლდენ სტეიტ უორიორსის” თავკაცები დევიდ ბლატი და ლუკ უოლტონი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის, შესაბამისად, აღმოსავლეთ და დასავლეთ დივიზიონების ოქტომბრის და ნოემბრის საუკეთესო მწვრთნელებად აღიარეს.

ბლატის ხელმძღვანელობით, კლივლენდელებმა აღმოსავლეთში საუკეთესო შედეგი დააფიქსირეს – 13 მოგება, 4 მარცხი. “კავალიერსმა” სეზონის გახსნით მატჩში “ჩიკაგო ბულსთან” წააგო, რასაც ზედიზედ 8 გამარჯვება მიაყოლა. ამას გარდა, ბლატის გუნდს შინაურ კედლებში 9-ვე მატჩი მოგებული აქვს.

უოლტონმა, რომელიც მთავარი მწვრთნელის პოსტზე ნაოპერაციებ სტივ კერის ცვლის, “უორიორსთან” ერთად საოცარი სტარტი “გამოაცხო” – მიჯრით 19 გამარჯვება. გოლდენ სტეიტელებს ლიგაში პირველი ადგილი უკავიათ როგორც საშუალოდ ჩაგდებული ქულების (115.3), ასევე მატჩში დაფიქსირებული სხვაობის (15.4) მხრივ.

საუკეთესო მწვრთნელის ტიტულზე პრეტენზიას სტივ კლიფორდი (“შარლოტი”), ფრენკ ვოგელი (“ინდიანა”), დოკ რივერსი (“კლიპერსი”), ერიკ სპოელსტრა (“მაიამი”), ბილი დონოვანი (“ოკლაჰომა სიტი”), სკოტ სკაილზი (“ორლანდო”), გრეგ პოპოვიჩი (“სან ანტონიო”) და დუეინ კეისიც (“ტორონტო”) აცხადებდნენ.

0.118773