შაბათ-კვირას დუბაიში რაგბი 7-ის მსოფლიო სერიის ეტაპი გაიმართება როგორც ვაჟებში, ასევე გოგონებში. პარალელრად, იქვე იმართება 16 საერთაშორისო ტურნირი და თითო მათგანში საქართველოს 7-კაცა და 7-ქალა ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.
გოგონები უკვე გაემგზავრნენ დუბაიში და საერთაშორისო ღია ტურნირში 3 და 4 დეკემბერს ხუთ თამაშს გამართავენ. მისი მეტოქეები პირველ დღეს PANTHERS-ი, SWISS BARBARIANS-ი და PINK BA-BAS-ი იქნებიან, ხოლო 4 დეკემბერს AUC WOLVERINES-ს და THE MAMAS-ს შეხვდებიან.
ვაჟები დუბაიში დღეს მიემგზავრებიან და ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე, რომელიც 4 დეკემბერს გაიმართება, სამ თამაშს გამართავენ. ცნობილია, რომ ერთი მეტოქე მოსკოვის რეგიონი იქნება, ხოლო მეორე ფრანგული კლუბი. მესამეს ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა.