ფეხბურთი

12:24 | 2.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მილანს” “კროტონეს” დამარცხება გაუჭირდა (+VIDEO)

იტალიის თასის მე-16-ფინალში “მილანმა” “სან სიროზე” ქვედალიგელი “კროტონე” გაჭირვებით დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. ანგარიში 47-ე წუთზე ლუის ადრიანომ გახსნა, ხოლო “კროტონეს” ხორვატმა თავდამსხმელმა ანტე ბუდიმირმა ანგარიში 68-ე წუთზე გაათანაბრა. დამატებით დროში “როსონერი” უფრო აქტიური იყო. ჯაკომო ბონავენტურას (105+1) და მბაიე ნიანგის (115) ზუსტი დარტყმებით მასპინძლებმა შეხვედრა 3:1 მოიგეს (VIDEO).

მერვედფინალში სინიშა მიხაილოვიჩის გუნდი “სამპდორიას” ეთამაშება. “მილანი” გენუელებს 28 ნოემბერს იტალიის ჩემპიონატში უკვე დაუპირისპირდა და 4:1 დაამარცხა. აღნიშნულ გუნდებს შორის სათასო დაპირისპირება “ლუიჯი ფერარისზე” 16 დეკემბერს გაიმართება.

სხვა მერვედფინალურ წყვილებიდან უკვე ცნობილია , რომ “რომა” შინ “სპეციას” დაუხვდება, “იუვენტუსი” კი – “ტორინოს”.

0.122272