ჭადრაკი

1:54 | 2.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბერაძე ჩემპიონობას მიუახლოვდა

საქართველოს ვაჟთა 74-ე ჩემპიონატის პირველი ლიგის დასრულებამდე 1 ტურით ადრე, ტურნირის მოგების საუკეთესო შანსი ირაკლი ბერაძეს (2422) აქვს, რომელიც ნახევარქულიანი უპირატესობით ლიდერობს.

მე-8 ტურში ბერაძე თეთრი ფიგურებით ნოე თუთისანს (2329) დაუზავდა. ასევე ფრედ დასრულდა ბაჩანა მორჩიაშვილის (2326) და თორნიკე სანიკიძის (2520) პარტია.

შედეგად, ბერაძე 6.5 ქულით დაწინაურდა, მორჩიაშვილი, თუთისანი, სანიკიძე, გიორგი სიბაშვილი (2379) და გიგა ყუფარაძე (2446) კი მას 0.5 ქულით ჩამორჩებიან.

დასკვნით ტურში სანიკიძე ბერაძეს ეთამაშება, თუთისანი – ყუფარაძეს, სიბაშვილი კი – მორჩიაშვილს.

0.118641