კალათბურთი

22:07 | 1.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნოვიცკიმ 10 000-იან ზღვარს გადააბიჯა

დირკ ნოვიცკი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მეცამეტე კალათბურთელი გახდა, ვისაც თამაშიდან 10 000-ზე მეტი ზუსტი სროლა დაუგროვდა.

“დალას მავერიქსის” გერმანელმა ფორვარდმა “საკრამენტოსთან” (112:98) წაგებულ შეხვედრაში თამაშიდან ხუთი ორქულიანი გამოიყენა და კარიერაში თამაშიდან 10 002 ჩაგდებული ბურთი დაუგროვდა.
ნბა-ს ისტორიაში ამ მხრივ პირველ ადგილზე ქარიმ აბდულ-ჯაბარია (15 837).

0.11235