ფეხბურთი

20:12 | 1.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" ახალ სტადიონს აშენებს

ლონდონის “ჩელსიმ” ახალი სტადიონის მაკეტი წარმოადგინა, რომელიც 60 000 მაყურებელს დაიტევს. ამის შესახებ ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა “დეილი მირორი” იუწყება. “არისტოკრატების” ახალი არენა “სტემფორდ ბრიჯის” ადგილზე აშენდება, რომელიც შესაბამისად, დაინგრევა. სტადიონის ტერიტორიაზე კლუბის მაღაზია, მუზეუმი, რესტორნები და კაფეებიც იქნება განთავსებული. თუ აღნიშნული პროექტი ლონდონის მერიის მიერ დამტკიცდა, მაშინ მშენებლობა 2016 წლის მაისში დაიწყება და 2020 წელს დასრულდება.

“ჩელსი” ახალი არენის მშენებლობის პერიოდში საშინაო მატჩებს “უემბლის” სტადიონზე ჩაატარებს, რომელიც ინგლისის ნაკრების საკუთრებაა.

თეგები\"ჩელსი\"
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116328