ფეხბურთი

19:51 | 1.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

კასილასი: "MLS? რატომაც არა?!"

პორტუგალიური “პორტოს” ვეტერანმა კიპერმა იკერ კასილასმა განაცხადა, რომ სამომავლოდ MLS-ში წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ Football Espana წერს.

როგორც იცით, 34 წლის მეკარე პორტუგალიურ გრანდში მადრიდის “რეალიდან” გადავიდა და 2+1 წლიანი სისტემით გააფორმა კონტრაქტი.

ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, თუ რას ფიქრობს შეერთებულ შტატებში თამაშზე, ესპანეთის ნაკრების კიპერმა ასე უპასუხა: “ვფიქრობ, რომ საფეხბურთო დონე ამერიკაში იზრდება და ეს ძალიან კარგია. MLS-ში თამაში? რატომაც არა?!

ზაფხულში “პორტოსთან” სამწლიანი კონტრაქტი გავაფორმე და იმედი მაქვს, მის ამოწურვამდე აქ დავრჩები. “პორტო” ჩემთვის ახალი გამოწვევაა. აქ თავს კარგად ვგრძობ და რა იქნება შემდგომ დრო გვაჩვენებს”, - განაცხადა “ფურია როხას” კაპიტანმა.

იკერმა მიმდინარე სეზონში “დრაკონების” კარი 15-ჯერ დაიცვა და 10 გოლი გაუშვა.

0.109562