ფეხბურთი

19:07 | 1.12.2015 | ნანახია NaN - ჯერ

დეფო და ლარსონი “არსენალთან” მატჩს გამოტოვებენ

პრემიერლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერს “სანდერლენდს”, გასულ ტურში “სტოკ სიტისთან” მოგება (2:0) ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელის ტრავმად დაუჯდა.

“შავ კატებს” აღნიშნული შეხვედრის 31-ე წუთზე ერთ-ერთი საუკეთესო მეგოლე ჯერმეინ დეფო გამოაკლდათ, ხოლო 54-ე წუთზე სებასტიან ლარსონი დაშავდა.

როგორც გაირკვა, ფეხბურთელების ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა და მინიმუმ უახლოეს, შაბათს გასამართ შეხვედრას გამოტოვებენ, რომელშიც “სანდერლენდი” გასვლაზე მე-4 ადგილოსან ლონდონის “არსენალს” დაუპირისპირდება.

“სანდერლენდის” მთავარი მწვრთნელის სემ ელარდაისის თქმით, დეფოს ტერფის ტრავმა აწუხებს, ხოლო ლარსონს იოგებზე აქვს პრობლემა.

შეგახსენებთ, რომ 14 ტურის შემდეგ “სანდერლენდი” პრემიერლიგაში 12 ქულით მე-17 ადგილს იკავებს. კლუბმა სეზონი საშინლად დაიწყო, რასაც მე-8 ტურის შემდეგ სამწვრთნელო ცვლილება მოჰყვა: დიკ ადვოკაატი სემ ელარდაისმა შეცვალა და “შავ კატებს” ამჟამად არსებული ქულებიდან უდიდესი ნაწილი სწორედ ელარდაისმა მოაპოვებინა. მე-9 ტურამდე “სანდერლენდს” მხოლოდ 3 ქულა ჰქონდა აღებული, ხოლო ბოლო 6 მატჩიდან 3 მოიგო, 9 ქულა მოიპოვა და გასავარდნი ზონიდან ამოვიდა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:13 | 29.01.2020
FC.BAYERN+GERMANY (10046)

მე მეგონა მიდლტონიც დაიბრიდათქო ნუ დებთ რა ამ შავ სურათებს ცოტა ხანი მაინც

14:46 | 29.01.2020
KoRBeN DaLLaS (24848)

რა ვქნა, მიყვარს შავი იუმორი...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064535
სარეკლამო ადგილი - 99
X x X