ფეხბურთი

15:09 | 1.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსიას” დროებით ვორო უხელმძღვანელებს

გუშინ ესპანურ პრესაზე დაყრდნობით გაუწყეთ, რომ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩენილ “ვალენსიას” დროებით ფილ ნევილი უხელმძღვანელებდა, თუმცა გვიან ღამით “ღამურების” პრეზიდენტის ლეიჰუნ ჩენის პრესკონფერენციის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ დროებით მთავარი მწვრთნელის ფუნქციებს სალვადორ გონსალეს ვორო შეასრულებს, ხოლო ფილ ნევილი მისი ასისტენტი იქნება.

“მინდა გაუწყოთ, რომ ნუნუ ესპირიტო სანტო კლუბის ხელმძღვანელობასთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გადადგა. ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს “ვალენსიასთვის” საუკეთესო გამოსავალი იყო. მადლობას ვუხდით ნუნუს, რომლის ხელმძღვანელობითაც ჩემპიონთა ლიგაზე გავედით. მას საუკეთესოს ვუსურვებთ.

ჩვენი პრიორიტეტი ახალი მწვრთნელის მალე მოძებნაა. ამ პერიოდის განმალობაში კი, “ვალენსიას” სალვადორ გონსალეს ვორო უხელმძღვალებს, ხოლო მისი ასისტენტი ფილ ნევილი იქნება. მე სასიამოვნო შეხვედრა მქონდა ფეხბურთელებთან, ისინი ამ მძიმე მომენტში ერთიანი არიან და მათში საბრძოლო განწყობაა”, - განაცხადა “ვალენსიას” პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ ნუნუ ესპირიტო სანტო თანამდებობა “სევილიასთან” წაგებული (0:1) შეხვედრის შემდეგ დატოვა.

კარლოს სალვადორ ვორო “ვალენსიას” სამწვრთელო შტაბში 2008 წლიდან მუშაობს და ამავე წლის აპრილიდან რონალდ კუმანის განთავისუფლების შემდეგ “ღამურებს” ბოლო ტურებში ხელმძღვანელობდა.

0.155918