მიუნხენის “ბაიერნის” ფორვარდის რობერტ ლევანდოვსკის ოთხი რეკორდი, რომელიც პოლონელმა ფეხბურთელმა ბუნდესლიგის მე-6 ტურში “ვოლფსბურგთან” (5:1) შეხვედრაში დაამყარა, გინესის რეკორდების წიგნში ოფიციალურად შეიტანეს.
წიგნში შემდეგი რეკორდები მოხვდა: ყველაზე სწრაფი ჰეთ თრიქი (3 წუთი 22 წამი), ყველაზე სწრაფი ოთხი გოლი (5 წუთი 42 წამი), ყველაზე სწრაფი ხუთი გოლი (8 წუთი 59 წამი) და შეცვლაზე გამოსული ფეხბურთელის მიერ გატანილი ყველაზე მეტი გოლი (5).
აქამდე ბუნდესლიგაში ყველაზე სწრაფი ჰეთ თრიქით რეკორდსმენი “დუისბურგის” მოთამაშე მიკაელ ტენისი იყო, რომელმაც 1991 წელს “კარლსრუეს” სამი გოლი ექვს წუთში გაუტანა. სხვა სამი რეკორდი პირველად დაფიქსირდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ერთერთი უპირველესი კანდიდატი ოქროს ბურთის.პ.ს.მესის და რონალდუს ბოდიშს მოვუხდი)))
ეგ რეკორდი თU ვინმემ მოხსნა და

დვალიშვილი რას გვიკეთებს







და კიდევ ტრენეროვიჩი



ნაკრებშI წელიწადშI გაიტანონ მაგდენი გოლი და რაღა გვიჭირს)
მთვარეზე მო*მის უფრო მეტი ვარიანტია))) ვიდრე მაგენი რო მაგას გააკეთებენ





თან მაგდენი გოლი წელიწადში ნაკრებმა თუ გაიტანა ხო კაი


