ფეხბურთი

11:48 | 1.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველია: “ასეთი ფრე გამარჯვების ტოლფასია”

“რუბინისა” და მოსკოვის “სპარტაკის” მატჩის გმირმა ქართველმა სოლომონ კვირკველიამ თქვა, რომ ბოლო წუთზე ქულის მომტანი გოლის გატანა გამარჯვებას უდრის. ამის შესახებ ქართველმა მცველმა კლუბის ვებგვერდთან საუბრისას განაცხადა.

“მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა. ბოლოს გოლი თუ სწორად მახსოვს, გასულ სეზონში “ტორპედოს” გავუტანე.

როდესაც ბოლო წუთებზე აგებ და მერე გოლი გაგაქვს, რითაც ანგარიშს ათანაბრებ, ეს გამარჯვების ტოლფასია. მნიშვნელოვანია, რომ ქულის მოპოვება მოვახერხეთ”, - განაცხადა კვირკველიამ.

მოგეხსენებათ, “რუბინისა” და “სპარტაკის” მატჩის დამატებულ მე-4 წუთზე, როცა “სახალხო გუნდი” 2:1 იგებდა, სოლომონი შეტევაში ჩაერთო და მეტოქის კარში გოლის გატანაც შეძლო (VIDEO).

0.113466