კალათბურთი

1:30 | 1.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცინცაძე ერთ ქულას დასჯერდა

ფრანგულმა “გრაველინ-დიუნკერკმა”, რომლის რიგებშიც ქართველი კალათბურთელი გიორგი ცინცაძე ირიცხება, ეროვნული ჩემპიონატის მე-10 ტურში მე-8 გამარჯვება იზეიმა.

გრაველინელებმა “პარი-ლევალუა” 71:59 დაამარცხეს, ცინცაძემ კი 16 წუთში 1 ქულა, 1 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მოაგროვა. გიორგიმ 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 4 ორქულიანი და 2 სამქულიანი კი ააცილა. ქართველმა უკანახაზელმა ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაჯარიმდა და მის წინააღმდეგაც თამაშის წესები ამდენჯერვე დაირღვა.

“გრაველინ-დიუნკერკმა” სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილი შეინარჩუნა, მომდევნო მატჩს კი 5 დეკემბერს, სტუმრად, “სტრასბურგთან” ჩაატარებს.

0.112281