კალათბურთი

1:18 | 1.12.2015 | ნანახია 0 - ჯერ

მეტრეველმა ყოფილ კლუბს 7 ქულა ჩაუგდო

იტალიური საკალათბურთო სერია ა-ს მე-9 ტურის ერთ-ერთ დასკვნით მატჩში ნიკა მეტრეველის “ბეტალანდ კაპო დ’ორლანდო” “ბანკო დი სარდინია სასარის” დაუხვდა და 52:77 წააგო, ქართველმა ფორვარდმა კი ყოფილ კლუბს (2011-12 წწ.) 7 ქულა ჩაუგდო.

მეტრეველი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა, მოედანზე საკმაო დრო – 24 წუთი დაჰყო. ნიკამ 6-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, შვიდ ქულას კი 5 მოხსნა (3 შეტევაში) და 1 ჩაჭრა წაამატა. მეტრეველმა ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

ქართველი კალათბურთელის კლუბს 4 მოგება და 5 მარცხი მოუგროვდა და “ვარეზესთან” ერთად მეცხრე-მეათე ადგილებს იყოფს. “ბეტალანდ კაპო დ’ორლანდოს” მომდევნო მატჩი 6 დეკემბერს, ისევ შინ, “ენელ ბრინდისისთან” ელის.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:44 | 25.04.2019
dinamo222 (8587)

ვაა 6 დან 3 საჯარიმო ჩააგდო ? ეს უკვე მიღწევაა DD

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064409
სარეკლამო ადგილი - 99
X x X