ფეხბურთი

22:42 | 30.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგის მე-14 ტურის სიმბოლური

ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემამ Kicker–მა ბუნდესლიგის მე-14 ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.

კვირის საუკეთესო თერთმეტეულში ყველაზე მეტი, სამი მოთამაშე “გლადბახიდან” არიან წარდგენილნი, რომელიც გასვლაზე “ჰოფენჰაიმს” დაუზავდა (3:3).

გათამაშების ლიდერისMმიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელებისთვის ორი ადგილი მოიძებნა სიმბოლურში, ისევე როგორც მეორე ადგილოსანი “დორტმუნდისთვის”.

ტურის საუკეთესო გუნდი ასე გამოიყურება:

მეკარე: ლუკას ჰრადეცკი (“აინტრახტი”);
მცველები: ხავი მარტინესი, ფილიპ ლამი (ორივე “ბაიერნი”), მარსელო (“ჰანოვერი”), ოსკარ ვენდტი (“გლადბახი”);
ნახევარმცველები: მაჰმუდ დაჰუდი, ფაბიან ჯონსონი (ორივე “გლადბახი”), გონსალო კასტრო (“დორტმუნდი”), უფე ბეჩი (“ჰანოვერი”), ნადიემ ამირი (“ჰოფენჰაიმი”);
თავდამსხმელი: პიერ-ემერიკ ობამეიანგი (“დორტმუნდი”).

თეგებიბუნდესლიგა
0.115777