ფეხბურთი

18:20 | 30.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

წლის მწვრთნელი: გვარდიოლა? ლუის ენრიკე? სამპაოლი?

ფიფამ გამოაცხადა ის სამი მწვრთნელი, რომელთაგან ერთ-ერთი მიიღებს 2015 წლის საუკეთესო სპეციალისტის ტიტულს. ესენი არიან: ესპანელი ხოსეპ გვარდიოლა (“ბაიერნი”), მისი თანამემამულე ლუის ენრიკე (“ბარსელონა”) და არგენტინელი ხორხე სამპაოლი (ჩილეს ნაკრები).

ჩამოთვლილთაგან მხოლოდ გვარდიოლას მოუგია წლის საუკეთსო მწვრთნელის ტიტული. ეს 2011 წელს. ლუის ენრიკე და სამპაოლი სულაც პირველად არიან პრეტენდენტთა შორის.

გამარჯვებული 11 იანვარს ციურიხში გამოცხადდება, ფიფას გალა-შოუზე.

წინასწარ 10-კაციან სიაში ამ სამეულის გარდა იყვნენ მასიმილიანო ალეგრი, კარლო ანჩელოტი, ლორან ბლანი, ჟოზე მოურინიუ, დიეგო სიმეონე, უნაი ემერი და არსენ ვენგერი.

შარშანდელი სამეული ასეთი იყო: 1. იოაჰიმ ლიოვი (გერმანიის ნაკრები), 2. კარლო ანჩელოტი (“რეალი”), დიეგო სიმეონე (“ატლეტიკო”).

0.12954