ფეხბურთი

17:39 | 30.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ოქროს ბურთის” სამი პრეტენდენტი გამოცხადდა: მესი, რონალდუ, ნეიმარი

ფიფამ 2015 წლის “ოქროს ბურთის” სამი საბოლოო კანდიდატი გამოაცხადა: ლეო მესი (არგენტინა/ “ბარსელონა”), კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია/ “რეალი”) და ნეიმარი (ბრაზილია, “ბარსელონა”). თავიდან სია 23-კაციანი იყო, თუმცა ამ სამეულმა ყველაზე მეტი ხმა მიიღო და შესაბამისად, მათგან ერთ-ერთი ჩაიხუტებს “ოქროს ბურთს”.

გამარჯვებული 11 იანვარს ციურიხში გამოცხადდება, ფიფას გალა-შოუზე.

მესის ოთხჯერ მოუგია “ოქროს ბურთი” (2009, 2010, 2011, 2012), ხოლო რონალდუს სამჯერ (2008, 2013, 2014), ანუ ბოლო 7 წელია, არგენტინელი და პორტუგალიელი ახლოს არავის იკარებენ.

ფავორიტი ცნობილია: ეს ლეო მესია და თავად კრიშტიანუ რონალდუმაც ივარაუდა რამდენიმე დღის წინ, ტიტულს არგენტინელი მოიგებსო.

ფიფას წინასწარ 23-კაციან სიაში იყვნენ, მაგრამ საბოლოო სამეულში ვერ მოხვდნენ: სერხიო აგუერო, კარიმ ბენზემა, გარეთ ბეილი, ედენ აზარი, კევინ დე ბრუინი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ანდრეს ინიესტა, ტონი კროოსი, რობერტ ლევანდოვსკი, ხავიერ მასკერანო, ტომას მიულერი, მანუელ ნოიერი, პოლ პოგბა, ივან რაკიტიჩი, არიენ რობენი, ხამეს როდრიგესი, ალექსის სანჩესი, ლუის სუარესი, ია-ია ტურე და არტურო ვიდალი.

შარშანდელი სამეული ასეთი იყო: 1. რონალდუ, 2. მესი, 3 მანუელ ნოიერი.

0.122648