სხვა

14:36 | 30.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდა მოკრივეთა 3 მედალი ევროპის ჩემპიონატიდან

პოლონურ ქალაქ კოლობჟეგში დასრულებულ მოკრივეთა ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონი ნიკოლოზ ბეგაძე (91 კგ.) გახდა, ბრინჯაოს მედლები კი გაგიკ პოზოიანმა (56 კგ.) და ესკერხან მადიევმა (64 კგ.) მოიპოვეს.

პოლონეთში ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელს ბეჟან ჭიჭინავას 7 მოკრივე ჰყავდა წაყვანილი და აქედან სამმა მედალი მოიპოვა.

19-28 ნოემბერი. პოლონეთი, კოლობჟეგი. ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი

ნოდარ დარბაიძე (49 კგ.)

გაგიკ პოზოიანი (56 კგ.)

უჩა მაისურაძე (60 კგ.)

ესკერხან მადიევი (64 კგ.)

გიორგი ხარაბაძე (69 კგ.)

რატი ტლაშაძე (75 კგ.)

ნიკოლოზ ბეგაძე (91 კგ.)

მთავარი მწვრთნელი: ბეჟან ჭიჭინავა

მწვრთნელები: ილია ტლაშაძე, ზაალ კვაჭატაძე

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.123099