3 დეკემბერს, უეფას შტაბ-ბინაში ევროპის იმ ქვეყნების წარმომადგენლები შეიკრიბებიან, რომელთა 17 და 19-წლამდე ნაკრებები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპიდან ელიტრაუნდში გავიდნენ. სწორედ, ელიტრაუნდების წილისყრა გაიმართება ნიონში და გვეცოდინება იმ გუნდების ვინაობა, ვინც საქართველოს ნაკრებების მეტოქეები იქნებიან მომავალი წლის გაზაფხულზე.
17-წლამდე ნაკრებები
წილისყრაში მონაწილეობას 32 გუნდი მიიღებს, რომლებიც ოთხ კალათაში არიან გადანაწილებული.
კალათა A: გერმანია, რუსეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, ინგლისი, ჩეხეთი, პორტუგალია, ირლანდია
კალათა B: ხორვატია, უკრაინა, დანია, ბელგია, ავსტრია, ჰოლანდია, პოლონეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა
კალათა C: ისრაელი, შვეიცარია, საბერძნეთი, შვედეთი, სერბეთი, თურქეთი, იტალია, სლოვაკეთი
კალათა D: ისლანდია, საქართველო, ფინეთი, შოტლანდია, მონტენეგრო, ბულგარეთი, სლოვენია, უელსი
შეგახსენებთ, რომ ელიტრაუნდიდან მხოლოდ ჯგუფის პირველადგილოსანი გუნდები შეძლებენ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშს.
უეფას აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით კი, რუსეთისა და უკრაინის ნაკრებები ერთ ჯგუფში არ მოხვდებიან.
19-წლამდე ნაკრებები
ამ შემთხვევაშიც, ელიტრაუნდის მონაწილე გუნდები ოთხ კალათაში არიან გადანაწილებული.
კალათა A: ესპანეთი, პორტუგალია, ჩეხეთი, შვეიცარია, ბელგია, საფრანგეთი, ჰოლანდია
კალათა B: ისრაელი, პოლონეთი, ხორვატია, ავსტრია, ინგლისი, სლოვენია, სერბეთი
კალათა C: უკრაინა, შოტლანდია, მონტენეგრო, რუმინეთი, თურქეთი, შვედეთი, საბერძნეთი
კალათა D: დანია, სლოვაკეთი, იტალია, ბულგარეთი, ჩრდ.ირლანდია, საქართველო, რუსეთი
დიდი ალბათობით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ერთ-ერთი ელიტრაუნდის მასპინძლობისთვის იბრძოლებს.
სფფ-ის პრესსამსახური