თურქეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-8 ტურში მანუჩარ მარკოიშვილის “დარუშაფაკა” “ბანვითს” ესტუმრა და 65:76 დამარცხდა.
ქართველმა მცველმა მოედანზე 19:41 წუთი დაჰყო და 7 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. მანუჩარმა ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
“დარუშაფაკამ” ოთხ-ოთხი მოგება-წაგება მოაგროვა და 16-გუნდიან ლიგაში მე-5 ადგილამდე დაქვეითდა. სტამბოლელებს მომდევნო მატჩი 7 დეკემბერს, შინ, “ბუიუჩეკმეჩესთან” ელის.