ჩოგბურთი

21:31 | 29.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

79 წლის შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა “დევისის თასი” მოიგო

დიდმა ბიტანეთმა “დევისის თასის” ფინალში ბელგიას 3:1 მოუგო და 79 წლის შემდეგ კუნძულელებმა აღნიშნული ტურნირი პირველად მოიგეს.

პირველ მატჩში ბელგიის ნაკრების ლიდერმა დავიდ გოფინმა კაილ ედმუნდს 3:6, 1:6, 6:2, 6:1, 6:0 აჯობა და ნაკრები დააწინაურა. მეორე შეხვედრაში ენდი მარეიმ რუბენ ბელენსმანის ბარიერი იოლად 6:3, 6:2, 7:5 დასძლია და ანგარიში 1:1 გახადა. ჯეიმი და ენდი მარეების წყვილმა დავიდ გოფინის და სტივ დარსისის წყვილს 6:4, 4:6, 6:3, 6:2 მოუგო და დიდი ბრიტანეთი 2:1 დაწინაურდა. გადამწყვეტი შეხვედრა დღეს გაიმართა. ერთმანეთს ნაკრების ლიდერები ენდი მარეი და დავიდ გოფინი შეხვდნენ. ენდი მარეიმ ბელგიელს 3 სეტში 6:3, 6:2, 7:5 აჯობა და დიდ ბრიტანეთს “დევისი თასის” მეათედ მოაგებინა (1903, 1904, 1905, 1906, 19012, 1933, 1934, 1935, 1936, 2015 წლები)

0.127202