ჭიდაობა

16:03 | 29.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

1 ვერცხლი კუნაევის ტურნირის პირველ დღეს

ყაზახურ ტარაზში დაწყებულ კუნაევის საერთაშორისო ტურნირის პირველ დღეს საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა, რომელიც კოტე ხაბალაშვილის (65 კგ.) ანგარიშზეა.

კოტემ ფინალამდე რუსი მენგო მორტუი ოოლი, ყახაზები ნურდაულეტ აჟიგული და აზამატ შაგაპული დაამარცხა, ფინალში კი რუს ისმაილ კასუმოვთან დამარცხდა.

ამავე წონაში ლევან ქელეხსაშვილმა ყაზახ ილიას ჟუმაისთან იმარჯვა, მომდევნო წრეში კი კიდევ ერთ მასპინძელ ტოლეუკენოვთან დამარცხდა.

ერთი გამარჯვება მოიპოვა იაკობ მაქარაშვილმა (74) მასპინძელვე ბერიკ არიმოვთან, მომდევნო წრეში კი მომავალ ფინალისტ ყაზახ გალიმჟან უსერბაევთან დამარცხდა.

მაქარაშვილი დამამშვიდებელ ტურნირში გადაერთო, სადაც მორიგ მასპინძელ ერკებულან ტილეისთან დათმო დაპირისპირება.

პირველივე შეხვედრებში დამარცხდნენ კოტე ხუციშვილი (57), რევაზ ივანიშვილი (74) და დავით ქერაშვილი (97).

დღეს, ყაზახურ ტურნირზე დავით პოღოსიანის გუნდის დანარჩენი წევრები იასპარეზებენ: 70 – დავით ტლაშაძე, დავით ბერძნიშვილი და გიორგი ლობჟანიძე, 86 – გოჩა ლომთათიძე, 125 – გიორგი საკანდელიძე და დავით მოძმანაშვილი.

www.wrestling.ge

0.114016