თურქეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-8 ტურში ვიქტორ სანიკიძის “ტედ ანკარა კოლეჯლილერი” “ბუიუკჩეკმეჩეს” ესტუმრა და 93:89 იმარჯვა, რაშიც თავისი წვლილი ქართველმა ფორვარდმაც შეიტანა.
სანიკიძე მოედანზე ერთმატჩიანი უქმობის შემდეგ გამოჩნდა და 25:03 წუთში 8 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
ვიქტორმა 3-დან 2 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.
ანკარელებს 25 ქულით ლიტველმა მარტინას გეჩევიჩიუსმა ულიდერა, გუნდმა კი ტურის სხვა მატჩების დასრულებამდე, 3 მოგებით, მე-7 ადგილზე გადაინაცვლა.
“ტედ ანკარა კოლეჯლილერს” მომდევნო მატჩი 6 დეკემბერს, შინ, “პინარ ქარშიაქას” წინააღმდეგ ელის.