ფეხბურთი

18:10 | 29.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტიაგოსთვის სეზონი დასრულდა

პორტუგალიელი ნახევარმცველის ტიაგოსთვის მიმდინარე სეზონი ტრავმის გამო დასრულებულია. “ესპანიოლთან” გამართულ შეხვედრაში მარკო ასენსიოსთან შეჯახებისას მადრიდის “ატლეტიკოს” ფეხბურთელმა ფეხი მოიტეხა.

ტიაგო უმალვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. შესაძლოა ნახევარმცველი პორტუგალიას ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზეც ვერ დაეხმაროს.

მიმდინარე სეზონში “როხიბლანკოსის” რიგებში ტიაგომ 18 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.126821