ფეხბურთი

13:20 | 29.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი ნეიმარი კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს. სამხრეთამერიკელის “ბლაუგრანასთან” ხელშეკრულებას ვადა 2018 წელს ეწურება.

ნეიმარის მამის განცხადებით, ესპანეთში გადასახადების გამო მისი შვილის მომავალი “ბარსასთან” შესაძლოა ეჭვქვეშ დადგეს.

“სოსოედადთან” მოგებული მატჩის (4:0) შემდეგ, ნეიმარმა TV3-თან შემდეგი სახის კომენტარი გააკეთა:

“კლუბთან კონტრაქტი 2018 წლამდე მაკავშირებს და მამაჩემი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას ჩემ მომავალთან დაკავშირები. მართალია, მამაჩემმა თქვა, რომ გადასახადები პრობლემაა, მაგრამ მოლაპარაკება მიმდინარეობს და გადასახადები კონტრაქტში არ შევა. რა თქმა უნდა, ახალ ხელშეკრულების გაფორმება მინდა.”

მიმდინარე სეზონში ნეიმარმა 17 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 16 გოლი და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა. Transfermarket-ის სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე სეზონში ფეხბურთელის ღირებულება 80-დან 100 მილიონ ევრომდე გაიზარდა. ნეიმარის სატრანსფერო ფასი 2013 წელს “ბარსელონაში” მისვლის დროს 50 მილიონი ევრო გახლდათ.

0.12148