კალათბურთი

10:57 | 29.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას მე-10 ორმაგი დუბლი: 16 ქულა, 12 მოხსნა (+VIDEO)

ზაზა ფაჩულიას “დალას მავერიკსმა” შინ “დენვერ ნაგეტსს” 92:81 მოუგო. ფაჩულიამ მიმდინარე სეზონში მეათე ორმაგი დუბლი შეასრულა. ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ორმაგ დუბლებში ზაზა მესამეა, ქართველ ცენტრს მხოლოდ რასელ უესტბრუკი (11 ორმაგი დუბლი) და ანდრე დრამონდი – 14 უსწრებენ.

ზაზა სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 30 წუთი დაჰყო. ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 16 ქულა, 12 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 2 პასი და 1 ბლოკ-შოტი შესძინა. ფაჩულიამ 8-დან 5 ორქულიანი და 9-დან 6 საჯარიმო სროლა ჩააგდო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მატჩის ბედი მესამე პერიოდში გადაწყდა, რომელიც ტეხასელებმა 25:5 მოიგეს. მატჩში ყველაზე მეტი 22 ქულა “დალასელთა” გამთამაშებელმა დერონ უილიამსმა ჩააგდო.

“დალასი” 10 მოგებით და 7 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა. “მავერიკსი” მომდევნო მატჩს გასვლაზე “საკრამენტო კინგზის” წინააღმდეგ გამართას, შეხვედრა 1 დეკემბერს თბილისის დროით 07:00 საათზე დაიწყება.

0.118578