ფეხბურთი

2:01 | 29.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" სახე დაიბრუნა

იტალიის სერია A-ს XIV ტურში “მილანმა” ორთამაშიანი მოუგებელი და უგოლო სერია შეწყვიტა. სინიშა მიხაილოვიჩის გუნდმა გენუის “სამპდორიასთან” საშინაო მატჩში შეიძლება ითქვას სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში აჩვენა.

მართალია, “სამპა” ცუდ ფორმაშია და ვერც ახალი მწვრთნელი, ვინჩენცო მონტელა შველის, მაგრამ ეს “როსონერის” გამარჯვებას არ აკნინებს. ლომბარდიელებმა შეხვედრის ბედი პირველი ტაიმში გადაწყვიტეს, როცა სტუმრებს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს. ჯერ იყო და, ჯაკომო ბონავენტურამ დაამწუხრა ემილიანო ვივიანო, ტაიმის ბოლოს კი მბიაიე ნიანგმა პენალტი დაარტყა ზუსტად. საერთოდ, ფრანგ ფორვარდს ბევრს აკრიტიკებდნენ, მაგრამ მიხაილოვიჩი მას ენდობა და მანაც ნდობა გაამართლა. მეორე ნახევარში ნიანგმა დუბლი შეასრულა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა. თამაშის მიწურულს კიდევ უფრო სოლიდური გახადა სხვაობა ბრაზილიელმა ლუის ადრიანომ, რომელიც მოედანზე ახალი შესული გახლდათ. ერთადერთი რაც გენუელებმა შეძლეს, გათამაშების საუკეთესო გოლეადორის, ედერის გოლი იყო. სატურნირო ცხრილში “მილანმა” ორი პოზიციით ზემოთ აინაცვლა, “სამპდორია” კი დაღმასვლას განაგრძობს.

ტურის პირველ მატჩში კი “ტორინომ” კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კარგი გუნდია. ტურინელებმა შინ აუტსაიდერთა შორის მყოფ “ბოლონიას” ორბურთიანი სხვაობით დამსახურებულად მოუგეს. ჯამპიერო ვენტურას გუნდი დიდ უპირატესობას მთელი თამაში ფლობდა, გოლები კი მიწურულში გაიტანა. ანდრეა ბელოტიმ და ჯუზეპე ვივესმა შეძლეს მეტოქის კარის აღება. სხვათა შორის, იმედისმომცემი ბელოტისთვის ეს პირველი ტურინული გოლია.

“ტორინო” – “ბოლონია” 2:0 (0:0)

ტურინი, “ოლიმპიკო”

მაყურებელი: 17 000

“ტორინო” (3-5-2): პადელი; ბოვო, მორეტი, გლიკი; ბრუნო პერესი, აკქუა, ბაზელი, ვივესი, მოლინარო; ბელოტი, კვალიარელა (მაქსი ლოპესი 68)

მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა

“ბოლონია” (4-3-3): მირანტე; როსეტინი, მაიეტა, გასტალდელო, მაზინა; დონსა (მუნირი 80), დიავარა, ბრიგი; მანკოსუ (აკვაფრესკა 63), რიცო, ჯაკერინი (ბრიენცა 54)

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

გოლები: 1:0 ბელოტი (75), 2:0 ვივესი (90)

გაფრთხილება: მაიეტა (64)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (8) – 3 (0) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 7:2 თამაშგარე: 4:2

მსაჯი: დავიდე გერზინი

“მილანი” – “სამპდორია” 4:1 (2:0)

მილანი, “სან სირო”

მაყურებელი: 32 000

“მილანი” (4-4-2): დონარუმა; აბატე, რომანიოლი, ალექსი, ანტონელი; ჩერჩი (ჰონდა 80), კუჩკა (პოლი 53), მონტოლივო, ბონავენტურა; ნიანგი (ლუის ადრიანო 74), ბაკა

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

“სამპდორია” (4-3-1-2): ვივიანო; დე სილვესტრი (პერეირა 64), სილვესტრე, რეჯინი, მესბა; ფერნანდო, ბარეტო, სორიანო; ივანი (პალომბო 74); ედერი, მურიელი (ბონაცოლი 63)

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

გოლები: 1:0 ბონავენტურა (16), 2:0 ნინაგი (38, პენ), 3:0 ნიანგი (49), 4:0 ლუის ადრიანო (79), 4:1 ედერი (87, პენ)

გაფრთხილება: კუჩკა (39) – დე სილვესტრი (38), სორიანო (45)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 19 (10) – 5 (2) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 4:2 თამაშგარე: 4:0

მსაჯი: დანიელე დოვერი

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.084876