სხვა

23:14 | 28.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი თურმანიძემ B ჯგუფი მოიგო

მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალოსნობაში ირაკლი თურმანიძემ (+105 კგ-მდე წონითი კატეგორია) B ჯგუფის მოგება მოახერხა.

საქართველოს ნაკრების წევრმა ატაცში სამივე მისვლა გამოიყენა, 202 კგ. დასძლია და პირველი ადგილი დაიკავა. აკვრაში ირაკლიმ პირველ ცდაზე 220-კილოგრამიანი შტანგა ასწია, მაგრამ შემდეგი ორი მისვლა (228-228) ვერ გამოიყენა.

საბოლოოდ, აკვრაში ქართველი ძალოსანი მე-6 ადგილზე გავიდა, თუმცა, ჯამში 422 კილოგრამით პირველი პოზიცია ერგო.

მოგვიანებით (01:00 საათისთვის), A ჯგუფში დაიწყებს გამოსვლას ლაშა ტალახაძე.

0.115385