ფეხბურთი

19:25 | 28.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგაში გუნდების რაოდენობის შემცირებას განიხილავენ

ინგლისის პრემიერლიგის მონაწილე გუნდების რაოდენობა შესაძლოა 20-დან 18-მდე შემცირდეს. როგორც The Times-ი იტყობინება, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტი გრეგ დაიკი აღნიშნულ წინადადებას პრემიერლიგის ხელმძღვანელებთან განიხილავს.

დაიკი მიიჩნევს, რომ უმაღლეს დივიზიონში გუნდების რაოდენობის შემცირება კალენდარს შეამსუბუქებს, რაც პრემიერლიგის წარმომადგენლებს ევროთასებისთვის უკეთ მომზადების საშუალებას მისცემს და ნაკრების ფეხბურთელებიც ეროვნული გუნდის თამაშებს გადაღლილები არ შეხვდებიან.

0.130592