ფეხბურთი

15:35 | 28.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

შევჩენკო ეროვნულ ნაკრებს უბრუნდება

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მონაწილე უკრაინის ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში ანდრეი შევჩენკო იმუშავებს.

ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ გამოცემებს ნაკრების მთავარი მწვრთნელის მიხაილ ფომენკოს თანაშემწემ ალექსანდრ ზავაროვმა დაუდასტურა. მისი თქმით, შევჩენკო სამწვრთნელო შტაბს ახალ იდეებს შემატებს.

ფომენკოს და მის თანაშემწეებს უკრაინის ფეხბურთის ფედერაციასთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 30 ნოემბერს ეწურებათ და უახლოეს დღეებში ახალი ხელშეკრულება ერთი წლით გაფორმდება.

კიევის “დინამოს”, “მილანისა” და “ლონდონის “ჩელსის” ლეგენდარული ფორვარდი უკრაინის ნაკრებში 1995-2012 წლებში თამაშობდა და ეროვნული გუნდის მაისურით ჩატარებულ 111 მატჩში 48 გოლი გაიტანა. შევჩენკომ შთამბეჭდავი კარიერა სამი წლის წინ მშობლიურ “დინამოში” დაასრულა, ნაკრებში მუშაობა კი მისთვის სამწვრთნელო ასპარეზზე დებიუტი იქნება.

0.10294