ფეხბურთი

15:02 | 28.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ეტოო თურქეთში შეუჩერებელია

კამერუნელი ვარსკვლავი სამუელ ეტოო თურქეთის ჩემპიონატში სუპერსეზონს ატარებს. მან 13 მატჩში 11 გოლი გაიტანა და თანაც, ბოლო 6 შეხვედრაში უგოლოდ არ გასულა მოედნიდან. ეტოო ბომბარდირთა სიაში პირველია და ორი ბურთით უსწრებს გერმანელ მარიო გომესს, რომელიც “ბეშიქთაშში” თამაშობს.

როგორც იცით, კამერუნელი “ანთალიასფორში” თამაშობს და გუშინ “ოსმანლისფორს” გაუტანა. ეტოომ 85-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. მიუხედავად 34 წლის ვარსკვლავის შედეგიანი თამაშისა, “ანთალიასფორი” სუპერლიგაში მეათე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117437