ძიუდო

14:10 | 28.11.2015 | ნანახია 3789 - ჯერ

უიმედო გრან პრი

ქართველმა ძიუდოისტებმა ჯეჯუს გრან პრი ისევე დუნედ ჩაამთავრეს, როგორც დაიწყეს. გუშინწინ სამხრეთკორეულ ტატამზე ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) და მარიამ ჯანაშვილი (52 კგ) გავიდნენ და ტურნირზე მხოლოდ თითო შეხვედრა ჩაატარეს. გუშინ საქმეში ესტერ სტამი (70 კგ) უნდა ჩაბმულიყო, მაგრამ კისრის ტრავმის გამო ჭიდაობა ვერ შეძლო. დღეს კი კიმონოები 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ალექსანდრე მსხალაძემ და გურამ თუშიშვილმა მოირგეს და ორივე დილის პროგრამაშივე გამოეთიშა მედლისთვის ბრძოლას.

მსხალაძე პირველ წრეში ბრიტანელ ფილიპ ავიტიალკარაზს დაეჭიდა და ვაზარით აჯობა. მერვედფინალში კი ბრაზილიელ ლუჩიანო კორეასთან, უილეთო შეხვედრაში ოქროს დროში მიღებული გაფრთხილებით დამარცხდა.

თუშიშვილმა ერთადერთი შეხვედრა ჩაატარა – იაპონელ კენსუკე საკამოტოსთან იპონით წააგო.

ჯეჯუს გრან პრიზე მონაწილეობა 70 ქვეყნის ნაკრებმა მიიღო. საერთო შედეგების მიხედვით, არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი სამხრეთ კორეის ნაკრებმა დაიკავა. მასპინძლებმა 5 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

2015 წლის სეზონის ბოლო საერთაშორისო ტურნირი – ტოკიოს გრან სლემი 4-6 დეკემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას საქართველოს ნაკრები გაცილებით ძლიერი შემადგენლობით მიიღებს.

ძიუდო

გრან პრი

ჯეჯუ. სამხრეთ კორეა

26-28 ნოემბერი

კაცები

60 კგ

1 ვონ ჯინ კიმი (სამხრეთ კორეა)

2 ბოლდბაატარ განბატი (მონღოლეთი)

3 ორხან საფაროვი (აზერბაიჯანი)

3 ერიკ ტაკაბატაკე (ბრაზილია)

66 კგ

1 მიხაილ პულიაევი (რუსეთი)

2 ტარო ფუჯისაკა (იაპონია)

3 ტალ ფლიკერი (ისრაელი)

3 გოლან პოლაკი (ისრაელი)

73 კგ

1 ჩანგრიმ ანი (სამხრეთ კორეა)

2 დირკ ვან ტიჩელტი (ბელგია)

3 მუსა მოგუშკოვი (რუსეთი)

3 რუსტამ ორუჯოვი (აზერბაიჯანი)

81 კგ

1 სეიდაი სატო (იაპონია)

2 ხასან ხალმურზაევი (რუსეთი)

3 სანგხო ლი (სამხრეთ კორეა)

3 რომან მუსტოპულოსი (საბერძნეთი)

90 კგ

1 დონგ ჰან გვაკი (სამხრეთ კორეა)

2 აქსელ კლერჟე (საფრანგეთი)

3 კირილ დენისოვი (რუსეთი)

3 ილიას ილიადისი (საბერძნეთი)

100 კგ

1 გუამ ჩო (სამხრეთ კორეა)

2 ხოსე არმენტეროსი (კუბა)

3 ელმარ გასიმოვი (აზერბაიჯანი)

3 ტაგირ ხაიბულაევი (რუსეთი)

+100 კგ

1 ტედი რინერი (საფრანგეთი)

2 სუნგ-მინ კიმი (სამხრეთ კორეა)

3 ანდრეი ვოლკოვი (რუსეთი)

3 როი მეიერი (ჰოლანდია)

ქალები

48 კგ

1 ოტგონცეცეგ გალბარდახი (ყაზახეთი)

2 ევა ჩერნოვიცკი (უნგრეთი)

3 ბო კიეონგ ჯეონგი (სამხრეთ კორეა)

3 დილარა ლოხმანჰეკიმი (თურქეთი)

52 კგ

1 ანდრეა ჩიტუ (რუმინეთი)

2 მაკო უჩიო (იაპონია)

3 პრიხცილა ნეტო (საფრანგეთი)

3 რონი შვარცი (ისრაელი)

57 კგ

1 ჯან-დი კიმი (სამხრეთ კორეა)

2 ნეკოდა სმიტ დევისი (ბრიტანეთი)

3 ჩენ-ლინგ ლიენი (ტაივანი)

3 ვიოლა ვახტერი (გერმანია)

63 კგ

1 კლარის აგბენენუ (საფრანგეთი)

2 ედვიგ გვენდი (იტალია)

3 ალის შლეზინგერი (ბრიტანეთი)

3 ცერენადმიდ ცენდ-აიუში (მონღოლეთი)

70 კგ

1 სალი კონვეი (ბრიტანეთი)

2 სეონგიონ კიმი (სამხრეთ კორეა)

3 ბარბარა მატიჩი (ხორვატია)

3 ლაურა ვარგას კოხი (გერმანია)

78 კგ

1 ოდრი ჩეუმეო (საფრანგეთი)

2 კაილა ჰარისონი (აშშ)

3 ჯემა გიბონსი (ბრიტანეთი)

3 რიკა ტაკაიამა (იაპონია)

+78 კგ

1 სარა ასაინა (იაპონია)

2 ბელკიზ ზეჰრა კაია (თურქეთი)

3 მინიონგ კიმი (სამხრეთ კორეა)

3 ირინა კინძერსკა (უკრაინა)


კომენტარები (21)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:27 | 03.12.2015
Kaxa Kakitashvili (2)

ბიჯებო 66 ში რა მოხდა რატო აგარავინ ჯიდაობს გამაგებინეტ რამე

21:14 | 03.12.2015
ukleba (17336)

იმიტომ რომ აზრი არ ქონდა 66-ში ვინმეს დაყენებას. პირველივე წრეში წააგებდა. შესაბამისად ქვოტა სხვა წონაში უფრო ძლიერი ძიუდოისტით შეივსო, ვიაც უფრო მეტი შანსი აქვს მედლისთვის ჭიდაობის

08:52 | 01.12.2015
ალექსანდრე (6188)

და რაც მთავარია ბექამ არ უნდა მიუშვას წონა და არ გახდეს 100 კგ. რადგანაც მისი საბრძოლო წონა 90 კგ-ია, 92-93-ზე მეტი არ უნდა იყოს შეჯიბრებებზე და არა როგორც თუში, რომელიც ევროპის მოგების შემდეგ მსოფლიოზე 113 კგ-ს იწონიდა, მერე 2 კვირაში ისევ ჩამოვიდა 100-ში და სპორტულ ფორმასაც დედა ეტირა.

12:56 | 01.12.2015
ukleba (17336)

ეგრეა

23:00 | 30.11.2015
ukleba (17336)

არა არა მეგობრებო მე არ მითქვამს რომ ამ ეტაპზეა შეცდომა ბექას 100-შI ჭიდაობა. სულაც არა. პირიქით, მგონია რომ სწორი გადაწყვეტილებაა. უბრალოდ არ მინდა რომ ბექა დარჩეს 100-შI. ეს შეცდომა იქნება. ამ ეტაპზე ღმერთმა ქნას ლიცენზია მოიპოვოს 100-შI და მერე დანარჩენი მერე იყოს. არ ვიცი დარწმუნებული ვარ რომ ლიცენზიას მოიპოვებს

14:14 | 30.11.2015
ალექსანდრე (6188)

სამწუხაროდ თუში სუსტდება 100-ში დაკლებისას. შეიძლება ვცდები, მაგრამ ის თუში აღარ არის რაც მძიმეში იყო. ამასთან უდისციპლინობა კვლავ უშლის ხელს.

18:12 | 30.11.2015
mushni (93569)

ეგრეა ალე

13:59 | 30.11.2015
beso68 (2902)

კი ბატონო, ლოგიკურად ეგრეა, ლიპო არის უფრო 100-ის მოჭიდავე ვიდრე ბექა, მაგრამ ლიპო რიოს მერე აპირებს გადასვლას 100-ში. ამ შემთხვევაში ბექა როგორ უნდა მოიქცეს?. ან უშუალოდ ლიპოს უნდა აჯობოს(რაც სტატისტიკა ლიპოს სასარგებლოდ მეტყველებს), ან 100-ში უნდა მოსინჯოს ძალები. არის მე-3 ვარიანტიც, საერთოდ არ წავიდეს ოლიმპიადაზე. მაგრამ დამეთანხმებით ალბათ ბექას არ წასვლაც არა მგონია მართებული იყოს. რიომდე თითქმის 1 წელი, იმის მერე კიდე 4 წელი ძაან დიდი დროა... მას კი ეხლა შეუძლია და ეხლა აქვს შემართება. დავიჯერო მსხალაძეზე მეტ შედეგს ვერ დადებს?!(მსხალაძეს პიროვნულად არაფერს არ ვერჩი).

13:55 | 30.11.2015
ალექსანდრე (6188)

ანუ მგონი გაუგებარი არაფერია აქ. ბექასაც და ლიპოსაც სურთ ოლიმპიადაზე 90-ში ჭიდაობა, მაგრან ორივე ერთად ვერ წავა. შესაბამისად, რადგან ლიპოს უკეთესი შედეგები აქვს და პირად შეხვედრებშიც უპირატესობა მოიპოვა ბექასთან შედარებით, ამიტომ ლიპოს დააყენებენ ოლიპიადაზე. რადგანაც ბექას არ სურს ოლიმპიადის გამოტოვება, ძალებს ცდის 100-ში, რათა მოასწროს სალიცენზიო ქულების დაგროვება. ეგ არის და ეგ.

17:42 | 30.11.2015
cicerona (436)

ლიპომ გააფუჭა ოლიმპიადა თუ არ ვცდები,აი ბექა კი არ უნდა გავაფუჭოთ,თუნდაც შემდგომი 4 წლით

13:38 | 30.11.2015
ალექსანდრე (6188)

ეს ოლიმპიადისთვის ხდება, თორემ მერე ლიპო 100-ში გადავა და ბექა დაუბრუნდება 90-ს. უბრალოდ სხვა ჯერ ვერ ქაჩავს 100-ში და მაგიტომ ხდება დროებით გაცვლა. ლიპომ უკვე განაცხადა რომ უჭირს 90-შ დაკლება და და რიოს მერე გადადის 100-ში.

11:31 | 30.11.2015
BEERTRANCE (97819)

რაღაც ტაისონას 100-ში გადასვლა არ მომეწონა, სიმაღლე არ აქვს შესაბამისი, ლიპოს უფრო მეტი შანსი აქვს იქ დამკვიდრდეს. იმედია ვცდები

12:54 | 30.11.2015
cicerona (436)

ლოგიკასთან ახლოა,ბექა 90 უნდა დარჩეს და უფრო ტანმაღალმა კი 100 იჭიდაოს,ის იმხელა ტალანტია იქაც გაქაჩავს

04:32 | 30.11.2015
mushni (93569)

თუშიმ იქნებ გაქაჩოს წინ კიდე დიდი დროა

22:46 | 29.11.2015
გარეჯი (3417)

კლუბისთვის შეძლებს 90 ში გამოსვლას ბექა

04:31 | 30.11.2015
mushni (93569)

სულ მაგაში უნდა დარჩეს

10:31 | 30.11.2015
cicerona (436)

აბსოლიტურად მართალი ხარ,ბექამ 100 რომ იჭიდაოს ცოტა სიმაღლეც ხომ უნდა,დაიჩაგრება 100-ში.აქ კი ქაჩავს თავისუფლად

23:00 | 30.11.2015
ukleba (17336)

კი ბატონო

22:44 | 29.11.2015
გარეჯი (3417)

უკლება ამ ეტაპზე სწორი გადაწყვეტილებაა. ბექა ფიზიკურად გაცილებით ძლიერია ვიდრე ლიპო. ბექას 100 ში ჭიდაობა შარშანვე შეთავაზეს მაგრამ შარშან იმედი ქონდათ რო ლოპოზე უკეთეს შედეგს დადებდა. ბექა შეძლებს ამ წონაშიც შეძლებს ლიცენზიის მოპოვებას და წარმატების მიღწევას მიდი ბექა ღმერთი ქფარავდეს


04:31 | 30.11.2015
mushni (93569)

ამინ ძმაო

21:52 | 29.11.2015
ალექსანდრე (6188)

დღეს ქევხიშვილი ვნახე და თქვა, რომ თავად ბექამ და მამამისმა მოისურვეს რომ ბექას 100-ში ეჭიდავა, რამდენადაც ფაქტიურად გადაწყვეტილია ოლიმპიადაზე ლიპოს წასვლა 90-ში.

10:25 | 30.11.2015
cicerona (436)

და მამა რა შუაშია?ბექამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს.რომელ წონასაც მოიგებს იქ იჭიდავებს!

13:33 | 30.11.2015
ალექსანდრე (6188)

მამა თუ არ არის შუაში მაშ ვინ ყავს მეტი ახლობელი? ქვეყნის პრეზიდენტს სჭირდება მრჩეველი და 20 წლის ბიჭს არა?

16:57 | 29.11.2015
gia610 (369)

ჩემი გათვლით ბექა და მთლიანი ნაკრების სამწვრთნელო შტაბი ფიქრობს რო ოლიმპიადაზე ლიპო მიდის ამიტომ ბექა მოსინჯავს ძალებს 100 თუ მოიპოვა ლიცენზია წავა ოლიპიადის გარეშე დარჩენას ხო სჯობს 100 იჟიდავოს

04:32 | 30.11.2015
mushni (93569)

ეგეც მართალია

16:44 | 29.11.2015
ukleba (17336)

არ ვიცი არ ვიცი მარა მე სეცდომა მგონია. ლიპო უფროა 100-ის კაცი ვიდრე ბექა. უბრალოდ ოლიმპიადის გარეშე მეცოდება ბექა

04:53 | 29.11.2015
mushni (93569)

ტაისონა 90 ია შEნი წონა -არ სეცდე და გადახვიდე 100ში--

00:04 | 29.11.2015
გარეჯი (3417)

მთავარია პირველივე ძაან იერი არ დაუჯდეს. თუშიც წაეყვანათ. გადაღლილი არ იქნება თითითო სხვატკა იჭიდავა

21:57 | 28.11.2015
beso68 (2902)

ბექას 100-ში დაყენება ერთი მხრივ კარგია. იაპონიაში ამ წონის თითქმის ყველა ლიდერი ჩადის (კრპალეკი, გასიმოვი, მარეტი, ნაიდანი, კროლი და ა.შ.) და თვალნათლივ გამოჩნდება ბექას შესაძლებლობები. ვნახოთ აბა როგორ გამოვა. მერე უფრო იქნება შესაძლებელი საუბარი მისი 100-ში დაყენების მიზანშეწონილობაზე.(მართალია ერთი ტურნირით ვერ შეაფასებ, მაგრამ რაღაცას მაინც დაინახავს კაცი).

10:28 | 30.11.2015
cicerona (436)

ასე არ გამოვა ბიჭი ამ ექსპერიმენტებს არ უნდა შეეწიროს!მოიგებს 90-ს წავა 90-ში,მოიგებს 100-ს წავა 100-ში,ოლიმპიადებს შორის 4 წელია და არავინ იცის ვინ რა ხასიათზე იქნება 4 წლის მერე

11:53 | 30.11.2015
beso68 (2902)

საქმეც მაგაშია რომ ოლიმპიადებს შორის 4 წელია, გაისად რიოში თუ არ წავა იმის მერე კიდევ 4 წელი უნდა ელოდოს, ბექას კი ეხლა ერჩის ძალა, ეხლა აქვს მოტივაცია და რატომ უდა დარჩეს ოლიმპიადის გარეშე. ერთი ტურნირით ბექა არ წახდება, ნახოს, მოსინჯოს ძალები და თვითონ შეატყობს უღირს თუ არა 100-ში გამოსვლა ამ ეტაპზე. დაძალებით არავინ არ აძალებს, ეს პირადად მისი გადასაწყვეტია. მე ყოველ შემთხვევაში მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივესალმები.

04:53 | 29.11.2015
mushni (93569)

არა ბრატ ღადაობ რაის 100ში

08:39 | 29.11.2015
beso68 (2902)

მუშნი მეც მირჩევნია ბექა 90-ის მგელი იყოს, ვიდრე 100-ის რიგითი, მაგრამ საუბარი იყო სულ 100-ში ვინ დაგვეყენებინა ოლიმპიადაზე. გულშემატკივრების ნაწილი თუშის ემხრობა(მათ შორის მეც), მაგრამ მეორე ნაწილი მიიჩნევდა რომ ბექას ხომ არ ჯობდა მოესინჯა ძალები 100-ში, მით უმეტეს რომ ბექას შესაძლებლობების მოჭიდავე შეიძლება ოლიმპიადის გარეშე დარჩენილიყო. ამიტომ ეს ტურნირი დაგვანახებს(მეტნაკლებად) შესწევს ძალა 100-ში იყოს ისეთივე წარმატებული როგორც 90-ში თუ არა. ყოველ შემთხვევაში თვალნათლივ დანახვა ჯობია ვარაუდებს.

04:31 | 30.11.2015
mushni (93569)

რავი რავი ძმა--ვნახოთ--მეშინია არ ჩამოუყალიბდეს წაგებების სინდრომი

19:41 | 28.11.2015
გარეჯი (3417)

ბექამ წელსაც თუ მოიგო ეხლა ასში რა მაგარი იქნება

04:52 | 29.11.2015
mushni (93569)

არა რაის 100ში ბრატ პატარააა ტანად

18:42 | 28.11.2015
toshihiko (1309)

რინერი რაღამ გადარია ევროპაზე არ გამოსულა და ეს მეორეხარისხოვანი ტურნირები რო მიაყარა

19:38 | 28.11.2015
გარეჯი (3417)

იაპონიაში რინერი არ გამოდის და ამ წლის ბოლო შეჯიბრებები იყო და მაგიტომ გამოვიდა რეიტინგში ისევ პირველი რო იყოს

04:52 | 29.11.2015
mushni (93569)

პირიქით არ ჯობდა იაპონიაში გამოსულიყო

16:24 | 28.11.2015
beso68 (2902)

საინტერესოა, ღვინიაშვილი იაპონიაში 100 კგ-ის განაცხადში წერია
0?'>http://www.judobase.org/#/competition/profile/1243/countries':'>http://www.judobase.org/#/competition/profile/1243/countries'))

04:52 | 29.11.2015
mushni (93569)

რააოო შეცდომა იქნება

15:24 | 28.11.2015
ალექსანდრე (6188)

არა მგონია განზრახ დაებიჯებინოს წაქცეულ იაპონელზე თუშის. მაგრამ რაც მაგ კაცს ვაკვირდები ერთობ უიღბლო მოჭიდავედ ჩამოყალიბდა. ხშირად მოსდის მსგავსი გადაცდომები, ანუ მეტი სიფრთხილე სჭირდება.

0.147574