ჭადრაკი

23:29 | 27.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფიდე-ს აღმასრულებელი დირექტორი ინსპექტირებას აგრძელებს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მსოფლიო საჭადრაკო ფედერაციის (ფიდე) აღმასრულებელ დირექტორ ნაიჯელ ფრიმანს, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტ ზურაბ აზმაიფარაშვილს და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი გიორგაძეს შეხვდა.

შეხვედრაზე 2018 წლის მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრეს. შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადას 2018 წლის 23 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე ბათუმი უმასპინძლებს.

ფიდე-ს აღმასრულებელი დირექტორი საქართველოში რამდენიმე დღეა იმყოფება. მისი ვიზიტის მიზანი მომავალი ოლიმპიადის წინა-მოსამზადებელი სამუშაოების ინსპექტირებაა.

ნაიჯელ ფრიმანმა კულტურული პროგრამის ფარგლებში თბილისის და მცხეთის ღირშესანიშნაობები დაათვალიერა. 28 და 29 ნოემბერს ფიდე-ს აღმასრულებელ დირექტორს, ბათუმში, აჭარის მათავრობის წარმომადგენლები უმასპინძლებენ.

0.1952